თეგებით ძიება

ვფიქრობ ,პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით - ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროკავშირის ფინანსურ დახმარებაზე მთავრობის უართან დაკავშირებით პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის კრიტიკას პასუხობს.

"მე ვფიქრობ პრეზიდენტს არ აქვს საკმარისი ინფორმაცია და ჩვენ მას ავუხსნით, მივაწოდებთ ინფორმაციას იმის თაობაზე, თუ რა ვალზეა საუბარი, და როგორ არის დიფერენცირებული ეს ვალები, საერთოდ როგორ მართავს მთავრობა ამ პროცესს.

მინდა ვთქვა, რომ ვფიქრობ, გადაჭარბებული, გაზვიადებული არის შეფასება იმის თაობაზე რომ თითქოს მთავრობამ ევროპულ ვალზე თქვა უარი, კარგია რომ ეს სიტყვა შევცვალეთ და დახმარების მაგივრად ვთქვით ვალი. დიახ ვალია, სესხი იყო და ზოგადად ჩვენ ვთქვით, რომ ევროკავშირის სესხი აღარ იყო საჭირო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ცნობისათვის, პრეზიდენტის განცხადებით, განცხადებული უარი ევრკავშირის სესხის მიღებაზე, გაუგებარი ნაბიჯია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა