თეგებით ძიება

"სავსეა რეანიმაცია და პალატები. იმდენი ადამიანი ჰყვთ გადასარჩენი და სამკურნალო, ვერ წარმოიდგენთ" - რას წერს საავადმყოფოდან გოგაჩანადირი

ფოტოხელოვანი, გოგა ჩანადირი, რომელიც კოვიდკლინიკაში ფოტორეპორტაჟს ამზადებს, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს:

"რამდენიმე საათი გავჩერდი თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში (ლუბლიანას 5/ჩაჩავას 1) კოვიდრეპორტაჟის მოსამზადებლად.
გალუმპული გამოვედი.
რთული იყო რეპირტაჟზე მუშაობა ემოციურად, ადამიანურად.
ჩემი მუშაობა რა მოსატანია აქ მომუშავე მედიკოსებთან?
გალუმპვაზე ფიქრის დრო აქვთ?
იმდენი ადამიანი ჰყვთ გადასარჩენი და სამკურნალო, ვერ წარმოიდგენთ. სავსეა რეანიმაცია და პალატები. თავის მოსაფხანი დრო არ აქვთ მედიკოსებს.
აქ ყველაზე ნათლად ჩანს, რა ვერაგი ვირუსია კოვიდ 19.
აქ ყველაზე კარგად ჩანს, თუ რამხელა პასუხისმგებლობა გვაკისრია მედიკოსების წინაშეც, რომლებმაც მართლა გულწრფელად გადადეს თავი.
მე კიდევ იმაზე წუწუნს რა გამაბედინებს, როგორ გავილუმპე?
მადლობა ვივო მედიქალ ჯგუფს რეპორტაჟის მომზადებაში ხელშეწყობისთვის.
მოგვიანებით შემოგთავაზებთ.
მადლობა თავად მედიკოსებს თავდაუზოგავობისთვის", - წერს გოგა ჩანადირი ფეისბუქზე.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების და გარდაცვალებით მსოფლიოში მოწინავე პოზიციაზეა. დღეს ანტირეკორდი დაფიქსირდა - ქვეყანაში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდიცვლა. ბოლო 24 საათის სრულ სტატისტიკას გაეცანით აქ.



თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა