ანტირეკორდი - საქართველოში კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა
საქართველოში, ბოლო 24 საათის განმავლობაში, კორონავირუსით 86 ადამიანი გარდაიცვალა. ეს პანდემიის დაწყებიდან დღემდე, დღიური კოვიდგარდაცვალების ყველაზე დიდი მაჩვენებელია.
ბოლო დღე-ღამეში, ქვეყანაში კორონავირუსი 3 034 პირს დაუდასტურდა, 3 952 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.
ცნიბისთვის, 2 სექტემბერს კორონავირუსით საქართველოში 81 ადამიანი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღმდე, საქართველოში კორონავირუსის 556,909 შემთხვევა დადასტურდა, აქედან 7,563 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 437,636 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ქვეყანა მსოფლიოში 49 ადგილს იკავებს.