თეგებით ძიება

ბიძინა ივანიშვილი აღარ აფინანსებს "ქართულ ოცნებას" - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იგი აღარ აფინანსებს ქართულ ოცნებას.

"ბიძინა ივანიშვილმა დატოვა პოლიტიკა. ამის თაობაზე მან განაცხადა საჯაროდ და შესაბამისად, რა თქმა უნდა, იგი აღარ აფინანსებს ქართულ ოცნებას...ასეთი განზოგადებული საუბარი, რომ აგრძელებს ქართუ ბანკი გადმორიცხვებს, არ გინდათ ეს სპექტაკლები და სკანდალები. სკანდალი არ გაქვთ და ვერ ქმნით სკანდალს. იმიტომ, რომ კაცმა, ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გადაწყვიტა წლების წინ უკვე, დატოვა პოლიტიკა, რაც ავტომატურად გულისხმობს და მან ეს განაცხადა კიდევაც, რომ რა თქმა უნდა, დაფინანსებასაც წყვეტს ქართული ოცნებისთვის"- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა