თეგებით ძიება

ცნობილ გლდანის ციხეში დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო - ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი გლდანის ციხეზე საუბრობს, მისი თქმით ციხეში სადაც ადრე დამიანებს აწამებდნენ და აუპატიურებდნენ, დღეს ჟოლო მოჰყავთ.

"ცნობილ გლდანის ციხეში, რომელიც სავსე იყო ჯალათებით და ხდებოდა ადამიანების წამება და გაუპატიურება, დღეს პატიმრებს მოჰყავთ ჟოლო, ციხის ტერიტორიაზე, მცირე მეწარმეობა მოვაწყობინეთ, დავეხმარეთ და ასე ვუწყობთ ხელს მათ რესოციალიზაციას. ეს არის ჩვენი ხელწერა, ამით განსხვავდება „ქართული ოცნება“ „ნაცმოძრაობისგან“ და სააკაშვილის მჩაგვრელი რეჟიმისგან." - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა