თეგებით ძიება

დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი - მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებას ეხმაურება, სადაც ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მოსახლეობის რაოდენობა იზრდება.

"დღეს ივანიშვილმა თავისი მატლის მეშვეობით გამოაგდო არნახული ტყუილი, რომ სააკაშვილის დროს 200 000-ზე მეტი ადამიანი გავიდა ქვეყნიდანო, ჩვენს დროს 100 000-ზე მეტი შემოვიდაო. ეს არის აბსოლუტური სიცრუე. სტატისტიკის დეპარტამენტში 2 წლის წინ ჯერ კიდევ იდო ციფრები, სანამ არ გადააკეთეს, რომ ჩემი პრეზიდენტობის 9 წლის განმავლობაში 8 წელი გვქონდა პოზიტიური მიგრაციული ბალანსი. უფრო მეტი შემოდიოდა, ვიდრე გადიოდა და იცით რატომ?! ჩვენ სამსახურებში ვაწყობდით არა ნათესაობით, ნეპოტიზმით, ჩაწყობით, ფულით, არამედ ვინც იყო დამსახურებული, ჰქონდა განათლება და კვალიფიკაცია.

ამათ დროს გავიდა 700 000 და წელს დაემატა უკვე მინიმუმ 100 000 გენოციდი ხდება ქვეყნის ხალხის დახოცვასთან ერთად. ეს ის ივანიშვილი არაა, ხალხს რომ ეუბნებოდა, მოგაწყობთ ყველას გერმანიაში სამსახურშიო, მე რომ მოვუწოდებდი დაბრუნდით, ეს ეუბნებოდა, წადით, მოგვშორდით, დაგვტოვეთ აქ მე, ბერა, ანტუნი და დანარჩენი მონები. ეს ის ივანიშვილი ამბობს, რომ მის დროს მეტი ჩამოვიდა, როცა ტელევიზიით აწარმოებს პროპაგანდას და უმუშევრობის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი დონე შექმნა მსოფლიოში?

შეწყვიტეთ გატარება ამ ცოფიანების ტყუილების. ჩვენ უნდა გადავარჩინოთ ჩვენი ქვეყანა. ვისაც ბრძოლის უნარი აქვს და ასეთია უმეტესობა საქართველოსი ამათ ტყუილებს უნდა გავცეთ ყოველდღე პასუხი",- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა