თეგებით ძიება

გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა - ირაკლი ღარიბაშვილი

თქვენ ნახავთ, სად იქნება გიორგი გახარია არჩევნების შემდეგ, - ასე უპასუხა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თავისი წინამორბედის, გიორგი გახარიას განცხადებას იმის თაობაზე, რომ არჩევნების შემდეგ „ქართული ოცნება“ დაიშლება.

„მე მას სახელი უკვე დავარქვი. ყველა მოქალაქემ იცის, თუ რა ღალატი ჩაიდინა გახარიამ. გუშინ ის გულდაწყვეტით საუბრობდა ინსტიტუტების დაკნინებაზე. მინდა შევახსენო მოსახლეობას, რომ ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც პრემიერ-მინისტრმა უარი თქვა კანონის აღსრულებაზე და მისი პირდაპირი მოვალეობის შესრულებაზე ნიკა მელიასთან დაკავშირებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც სპეცრაზმი ჩაიყვანა პანკისში და მთელ სოფელს აცემინა ქვებით. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც შს მინისტრობისას გაუგებარი სპეცოპერაცია ჩაატარა კლუბებში, ააწიოკა ხალხი და შემდეგ ბოდიში მოუხადა მათ, ვინც შეურაცხყოფას აყენებდა პოლიციელებს. ინსტიტუტის დანგრევა და დაკნინება იყო ის, როდესაც აბსოლუტურად გაუაზრებლად დაგეგმავ სპეცოპერაციას 20 ივნისს, სპეცრაზმს გამოიყვან გარეთ, როცა ის შიგნით უნდა ყოფილიყო, და აგრესიულ ჯგუფებს ​აცემინებ ჩვენს საამაყო პოლიციელებს. გახარია სააკაშვილის ბუნებრივი მოკავშირეა. ეს მარტივად ჩანს - კაცი გადადგა იმის გამო, რომ მელია არ დაეჭირა, ახლა ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თბილისში მეორე ტური ჩატარდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა