თეგებით ძიება

მზად ვართ, ვემსახუროთ თბილისს - კახა კალაძე

მზად ვართ, ვემსახუროთ თბილისს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ, კონსტანტინე ზარნაძესთან ერთად, გლდანის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

კანდიდატებმა ზაჰესის და ავჭალისმოსახლეობას განვითარების ხედვა და სამომავლო გეგმები გააცნეს.

„გასული ოთხი წელი ჩვენი ქალაქისთვის მართლაც ნაყოფიერი აღმოჩნდა, ბევრი პროექტი განხორციელდა. მართალია, არსებობს გამოწვევები, მაგრამ ჩვენ ამაზე თვალებს არ ვხუჭავთ. მეტი სიცოცხლე ყველა უბანში – ამ სიტყვების უკან დგას ყველა რაიონში განსახორციელებელი პროექტები, ინფრასტრუქტურული სამუშაოები, ტრანსპორტის მოწესრიგება, ახალი მარშრუტების შემუშავება და ა.შ. არ არსებობს პრიორიტეტული რაიონები, დედაქალაქის ბიუჯეტი ყველგან თანაბრად გადანაწილდება. რაც მთავარია, ჩვენს გუნდს შრომა არ ეზარება. სამწუხაროდ, პანდემიამ ზოგი პროექტის განხორციელებაში ხელი შეგვიშალა. როგორც იცით, ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა და ამ პროექტებისთვის განსაზღვრული თანხები მათკენ გადამისამართდა. ამიტომაც, პირველ რიგში, მე ყველას ჯანმრთელობას გისურვებთ, ეს პროექტები კი აუცილებლად განხორციელდება. მზად ვართ, ვემსახუროთ თბილისს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, კონსტანტინე ზარნაძემ მოსახლეობას რაიონის განვითარების პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდა.

„ზაჰესის არის კარიბჭე ჩვენი რაიონის. გვინდა, რომ ამ უბანში ბევრი პროექტი განვახორციელოთ, მეტი მწვანე სივრცე, მოწესრიგებული ქუჩა, მეტი დასასვენებელი ადგილები შევქმნათ, ამაში თვენი ჩართულობა დაგვჭირდება. თვითმმართველობის მნიშვნელობაც ეს არის, რომ ქალაქის განვითარების პროცესში თქვენი მონაწილეობაა მთავარი. მეამაყება, რომ კახი კალაძის გუნდის წევრი ვიქნები, მაშინ როდესაც ბევრი კარგი პროექტი განხორციელდება არა მხოლოდ გლდანის რაიონში, მთელ ქალაქში. დიდი მადლობა მხარდაჭერისთვის“, – განაცხადა კონსტანტინე ზარნაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა