თეგებით ძიება

ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს - კალაძე სააკაშვილის დაანონსებული გეგმების მოლოდინშია

ველოდები, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს, - ამის შესახებ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიერ, ორშაბათს დაანონსებულ გეგმებთან დაკავშრებით განაცხადა.

„აუ, ველოდები. ახლა მივდივარ, უნდა ჩავუჯდე სახლში, ორშაბათამდე არ მოვშორდები „ფეისბუქს“ და ტელევიზორს. მინდა ვთხოვო და მოგმართოთ თქვენც, რომ აუცილებლად პირდაპირ ეთერში აჩვენოთ, რომ ვნახოთ“,- განაცხადა ჟურნალისტებთან კალაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით თავის გეგმებს საზოგადოებას ორშაბათს, 6 სექტემბერს გააცნობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა