თეგებით ძიება

ირაკლი ღარიბაშვილი - დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობი ძალიან კარგად

ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ჩამოვიდეს ბატონი სააკაშვილი, გავერთობი ძალიან კარგად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რითაც ექსპრეზიდენტის ხვალ დაანონსებულ გეგმების გასაჯაროებას გამოეხმაურა.

მე მას შევპირდი, რომ დავახვედრებთ ჰალსტუხების ძალიან ლამაზ კოლექციას და შევაბრძანებთ ციხეში, სხვათა შორის, გარემონტებულ ციხეში. აი, ეს არის სააკაშვილის ბედი, თუ გაინტერესებთ.

კაცი, რომელმაც გვაჩვენა სიმხდალის და ლაჩრობის უდიდესი მწვერვალი, ამის იქით რომ არაფერი არსებობს. ომის დროს მიატოვა ჯარისკაცები, სტუმარი კაცი ჰყავდა ჩამოყვანილი, საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მიაგდო, მიატოვა ყველა და მიწაზე იფორთხიალა. თქვენ გახსოვთ მერე ცნობილი კადრები უკრაინაში, როგორ ათრიეს თმებით. ასე რომ, ნებისმიერი მისი რაღაც მორიგი სულელური პროვოკაცია, მხოლოდ ღიმილს იწვევს ჩვენში. თუ ჩამოსვლა უნდა, ჩამოვიდეს. ცხრა წელი გავიდა, რატომ ვერ ჩამოდის, როგორ ფიქრობთ? იმიტომ რომ კურდღელია, ლაჩარია და მშიშარა კაცია“,- განაცხადა პრემიერმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საქართველოსთან დაკავშირებით თავის გეგმებს საზოგადოებას ორშაბათს, 6 სექტემბერს გააცნობს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა