თეგებით ძიება

"ოცნებამ" საარჩევნო ადმინისტრაციაზე და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერა - ლევან ბეჟაშვილი

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, "ოცნებამ" საარჩევნო ადმინისტრაციაზე და ოპოზიცური პარტიების წარმომადგენლებზე ზეწოლა გააძლიერა. ამ თემაზე მან ბრიფინგი გამართა და ორ შემთხვევაზე ისაუბრა.

"პირველი ეს არის სენაკის საარჩევნო ოლქი, სადაც "ოცნებას" წარგდენილი ჰყავდა გია წურწუმია და ბეჟან სანაია, შესაბამის საარჩევნო ოლქებში მაჟორიტარ კანდიდატებად, ამ ადამიანებს შევსებული ჰქონდათ საარღიცხო ბარათები თავისი ხელით და თანხმობა ჰქონდათ გაცხადებული, მას შემდეგ რაც დამთავრდა რეგისტრაციის ვადა საოლქო საარჩევნო კომისიაში, მოსთხოვეს "ქართულ ოცნებას" დაედგინა ტექნიკური ხარვეზი და მოეხდინათ პირადობის ნომრის შეცვლა, ისარგებლეს ამით და კანონის უხეში დარღვევით შეცვლაეს ოლქებში მაჟორიტარი კანდიდატები. საოლქო საარჩევნო კომისია იძულებულია დიდი ზეწოლის შედეგად დაუკმაყოფილოს "ოცნებას" ეს უკანონო მოთხოვნა", - განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართვეკლობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა