თეგებით ძიება

კახა კალაძემ ნარკოტესტი ჩააბარა

თბილისის მერმა ნარკოტესტი ჩააბარა. სამხარაულის ეროვნული ბიუროს დატოვების შემდეგ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა და ოპონენტებსაც მოუწოდა, რომ საზოგადოებას შედეგები წარუდგინონ.

„ანალიზები ჩავიტარე და სუფთა ვარ ყველანაირად. შესაბამისად, სუფთა არჩევნები და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია იქნება მნიშვნელოვანი ჩემთვის და ჩემი თანაგუნდელებისთვის. ასევე, მოვუწოდებ ყველა ჩემს ოპონენტს გააკეთოს ანალოგიური და საზოგადოებას წარუდგინოს შედეგები. მინდა მივმართო ასევე სამხარაულის ეროვნულ ბიუროს, რომ მათ აქვთ უფლება ეს შედეგები გაასაჯაროვონ და ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის“,- განაცხადა კახა კალაძემ.

ცნობისთვის, თბილისის მერმა კახა კალაძემ მერობის ყველა კანდიდატს ჯანსაღი ცხოვრების პროპაგანდის მიზნით ნარკოტესტის ჩაბარებისკენ მოუწოდა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა