თეგებით ძიება

ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები არ გაიმართება, არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კანონითაა გაწერილი - კახა კალაძე

"ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ქვეყანაში არ გაიმართება. არჩევნები გაიმართება მაშინ, როცა ეს კონსტიტუციითა და კანონით არის გაწერილი - 2024 წელს.

ამასთან, მისივე თქმით, მმართველი გუნდი მზადაა საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს.

„საკონსტიტუციო ცვლილებები განხორციელდება. რა შეთანხმებაც იყო და ამაზე ჩვენ 19 აპრილის ხელშეკრულების გაფორმებამდეც ვსაუბრობდით, ვამბობდით, რომ მზად ვიყავით განგვეხორციელებინა საკონსტიტუციო ცვლილებები, ახლაც მზად ვართ“, - განაცხადა კალაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში თვითმმართვეკლობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა