ლარი გამყარდა - ვალუტის კურსი
სებმა ეროვნული ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 6 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.1132 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.1196 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებით 0.64 თეთრი შეადგინა.
გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.6929 ლარია. მაშინ როცა დღეს მოქმედი კურსი 3.7033 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 1.04 თეთრი შეადგინა.
გამყარდა თურქული ლირა, რომელიც 0.3760 ლარს შეადგენს, ხოლო გაუფასურდა ფუნტი და 4.3071 ლარი ეღირება.
დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები, ხვალიდან, 7 სექტემბრიდან შევა ძალაში.