"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს
"ქართული ოცნების" ოფისში უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს. მმართველი გუნდის დეპუტატები უკვე ოფისში იმყოფებიან, მათ შესვლის წინ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.
როგოც ცნობილია, შეხვედრის მთავარი თემა საკონსტიტუციო ცვლილებები იქნება, რომლის განხილვაც პარლამენტში უკვე დაწყებულია.
პროექტი რამდენიმე მიმართულებას მოიცავს, მათ შორის არის გენერალური პროკურორის არჩევის წესის ცვლილება.