თეგებით ძიება

ხვალ პარლამენტი 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ ამნისტიის პროექტს განიხილავს

ხვალ, 7 სექტემბერს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მომზადებულ "ამნისტიის შესახებ " კანონპროექტს განიხილავს.

პროექტის თანახმად:

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან, ასევე პირობითი მსჯავრისგან გათავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით 2019 წლის 19-21 ივნისს ჩაიდინა დანაშაული და ამ კანონით დადგენილი წესით უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე.

ამნისტია გავრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა.
პირი, ვის მიმართაც გავრცელდება აღნიშნული ამნისტია, ნასამართლობის არმქონედ ჩაითვლება.

კანონპროექტის ინიციატორი ფრაქცია “ქართული ოცნებაა."

შეგახსენებთ, 2019 წლის 20 და 21 ივნისს, თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის სესიის დროს რუსეთის დუმის დეპუტატის, სერგეი გავრილოვის მიერ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის სკამის დაკავებასა და საქართველოს პარლამენტში რუსულ ენაზე ასამბლეის სესიის ჩატარებას, სზოგადოებაში პროტესტი მოყვა. პოლიციამ აქციის მონაწილეები ძალის გამოყენებით დაშალა. აქციის დაშლის დროს კლინიკებში 240 მოქალაქე გადაიყვანეს, რომელთაგან 80 სამართალდამცველი იყო.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა