თეგებით ძიება

7 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $505 მილიონი მიიღო

მიმდინარე წლის 7 თვეში საქართველომ ტურიზმიდან $505 მილიონის შემოსავალი მიიღო. ეროვნული ბანკის ანგარიშის თანახმად, ტურისტული შემოსავლის ეს მოცულობა 93%-ია იმისა, რაც საქართველომ მთლიანად 2020 წლის განმავლობაში მიიღო.

ეროვნული ბანკის მონაცემებით, ტურიზმის სფეროს შემოსავალი მაქსიმალური ივლისში იყო და $205 მილიონ დოლარს შეადგენდა.

დღესვე გამოქვეყნდა აგვისტოს ტურიზმის სტატისტიკაც, რომლის მიხედვითაც, გასული თვის განმავლობაში საქართველოში 266,544 ვიზიტორი იმყოფებოდა, რაც პანდემიის დაწყებიდან რეკორდული მაჩვენებელია. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, 2020 წელთან შედარებით ტურისტული ნაკადი 510%-ით არის გაზრდილი, 2019 წელთან შედარებით კი ის 75%-ით ნაკლებია. შესაბამისად, ავისტოში საქართველოში ვიზიტორთა რაოდენობა 2019 წლის მაჩვენებლის მხოლოდ 24.5%-ით აღდგა.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის სტატისტიკიდან ირკვევა, რომ აგვისტოს განმავლობაში ვიზიტორთა ნახევარზე მეტი - 156,101 საჰაერო გზით შემოვიდა ქვეყანაში, რაც გააქტიურებულ საჰაერო მიმოსვლას უკავშირდება.

ჯერჯერობით უცნობია, თუ რა იყო აგვისტოს ტურისტული შემოსავალი - აღნიშნული ცნობილი 20 სექტემბერს გახდება.

ტოპ 15 ქვეყანა, საიდანაც აგვისტოს განმავლობაში ყველაზე მეტი ვიზიტორი შემოვიდა:

1 რუსეთი - 39 909 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 809%
2 თურქეთი - 34 847 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 114%
3 უკრაინა - 29 372 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2849%
4 საქართველო (არარეზიდენტი) - 23 117 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 390%
5 სომხეთი - 22 733 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 161%
6 საუდის არაბეთი - 16 436 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 16435%
7 ბელარუსი - 13 494 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 5678%
8 ყაზახეთი - 12 221 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 2489%
9 აზერბაიჯანი - 11 181 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 198%
10 პოლონეთი - 6 954 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 12100%
11 გერმანია - 4 567 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 962%
12 უზბეკეთი - 4 455 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 437%
13 ა შ შ - 3 777 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 4805%
14 ინდოეთი - 3 085 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 102733%
15 ქუვეითი - 2 766 ვიზიტორი, ზრდა წინა წელთან 27650%

bm.ge


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა