თეგებით ძიება

პარლამენტის საშემოდგომო სესია გაიხსნა

საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესია დღეს, 6 სექტემბერს გაიხსნა.

დღევანდელ პლენარულ სხდომაზე დეპუტატები საკონსტიტუციო ცვლილებებს განიხილავენ. ასევე, დაგეგმილია 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული ამნისტიის პროექტის მესამე მოსმენით კენჭისყრა.

ამნისტიის პროექტს ოპოზიცია მხარს არ დაუჭერს, თუმცა ისინი საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვაში მონაწილეობას მიიღებენ.

როგორც ცნობილია, მმართველმა გუნდმა საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტიდან ამოიღო ჩანაწერი, რომელიც პროკურორის არჩევის წესის ცვლილებას გულისხმობდა. კერძოდ, ქართული ოცნების" დეპუტატები მიიჩნევენ, რომ გენერალური პროკურორის არჩევას 113 დეპუტატის მხარდაჭერა არ უნდა სჭირდებოდეს და უბრალო უმრავლესობით, 76 ხმით აირჩიონ.

"ოცნების" ინიციატივა მიუღებელია ოპოზიციისთვის. ისინი ამბობენ, რომ ცვლილებები შარლ მიშელის მიერ შემუშავებული დოკუმენტის მიხედვით უნდა განხორციელდეს, რომელზეც 19 აპრილს შეთანხმდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა