თეგებით ძიება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოშია

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრი, ნიკოლ ფაშინიანი საქართველოშია, ის ამ წუთებში პრემიერ, ირაკლი ღარიბაშვილს ხვდება.

დახვედრის ოფიციალური ცერემონია მთავრობის ადინისტრაციაში გაიმართა.

დაგეგმილია ორი ქვეყნის პრემიერმინისტრების შეხვედრა პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ნიკოლ ფაშინიანი მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.

საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრის შეხვედრა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან.

სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხვალ, 9 სექტემბერს დატოვებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა