თეგებით ძიება

"მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!" - გიორგი გახარია "იმედს" მიმართავს

ექსპრემიერი, პარტია "საქართველოსთვის" თავმჯდომარე, გიორგი გახარია "იმედს" მიმართავს და მოუწოდებს, რომ ტელაკომპანიამ ეთერი მათაც დაუთმოს, ვინაიდან პარტია მიკერძოებულად და ცალმხრივად შუქდება.

"მივმართავ ტელეკომპანია „იმედს“, თქვენს ტელევიზიას ჯერ „ნაციონალური მოძრაობა“ აიძულებდა და ახლა ორგანიზაცია „ოცნება“ გაიძულებთ, „მოდელირებული ქრონიკებით“, ცალმხრივი ინფორმაციით ასაზრდოოთ საკუთარი მაყურებელი!

ერთია, რომ არ აშუქებთ ჩვენს აქტივობებს, არც ერთ ჩვენს ღონისძიებას და საკუთარ მაყურებელს უმალავთ რეალობას, მეორე კი, რომ ყველას იწვევთ ეთერში, ყველას ალაპარაკებთ ჩვენზე, ალანძღინებთ ჩვენს თავს, ჩვენ კი, პასუხის საშუალებასაც არ გვაძლევთ!

ამიტომ, კიდევ ერთხელ მოგმართავთ, არათუ მზად ვარ, არამედ, მოვითხოვ, თქვენს არხზე ნებისმიერ გადაცემაში პირდაპირ ეთერს!", - გიორგი გახარიას მიერ გავრცელებილ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა