თეგებით ძიება

"მძიმე ჯაფა ადგათ დღეს ექიმებთან ერთად ექთნებს...ფიზიკურად არის ურთულესი და რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც" - რას აცხადებს ექიმი მედპერსონალის შეუსაბამო ანაზღაურებაზე

ექიმი ანი ქავთარაძე კოვიდკლინიკებში დასაქმებული ექთნების შეუსაბამო შრომისანაზღაურებასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში გავრცელებულ ინფორმაციას, ეხმაურება:

"სტუდენტობის ბოლო 3 წლის მანძილზე ვიყავი ჯერ ექთნის დამხმარე, შემდეგ ექთანი. იმ პერიოდში სანიტრის არაერთ ფუქნციასაც ჩვენ ვითავსებდით -
ამიტომ ზუსტად ვიცი, რა მძიმე ჯაფა ადგათ დღეს ექიმებთან ერთად ექთნებს, სანიტრებს, მითუმეტეს კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტებში, სადაც მათ, განსხვავებით სტანდარტისგან(სადაც 1 მაქსიმუმ 2 პაციენტი უნდა ყავდეთ) , არაერთი, უმძიმესი პაციენტი აბარიათ. ფიზიკურად არის ურთულესი და რიგ შემთხვევებში შეუძლებელიც, შეასრულო არამხოლოდ დანიშნულება, საათობრივად, არამედ მოასწრო სხვა მრავალი -გაგზავნო მასალები კვლევებზე(ან გადაიყვანო კვლევაზე), ჩაატარო უამრავი პროცედურა, დაწყებული თეთრეულის გამოცვლით, დასრულებული 2 საათში ერთხელ ბრუნვით და ა. შ. ამასთან ერთად მოახდინო სასიცოცხლო ნიშნების მონიტორინგი და დროულად განსაზღვრო ექიმის ჩარევის აუცილებლობა.

უსასრულოდ შემიძლია ვისაუბრო ამ შრომაზე, მოკლედ კი

ჩემი სოლიდარობა-ყველა ექიმს, ექთანს,დამხმარეს, სანიტარს, ინჟინერს... მადლობა, თქვენი, დაუფასებელი შრომისთვის, მითუმეტეს ახლა, როდესაც ამ ყველაფერს, რთული ფსიქოლოგიური გარემკც ემატება!", - წერს ანი ქავთარაძე ფეისბუქზე.

შგახსენებთ, რომ სოციალური ქსელის მომხმარებელმა, ლანა ოსიშვილმა ფეისბუქზე. კოვიდკლინიკაში დასაქმებული ექთანი დის ანაზღაურება გაასაჯაროვა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა