თეგებით ძიება

კახა კალაძე დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა

თბილისის მერობის კანდიდატი კახა კალაძე, დიდუბის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ გივი ჩხარტიშვილთან ერთად, დიღმის მასივის მოსახლეობას შეხვდა.

თბილისის მერობის კანდიდატმა ხაზი გაუსვა დედაქალაქში მწვანე სივრცეების მოწყობის მნიშვნელობას და აღნიშნა, რომ ამ მიმართულებით მუშაობა მომავალშიც გაგრძელდება.

„გვახსოვს წლები, როცა სპორტული მოედნების და რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე მშენებლობები მიმდინარეობდა. 2017 წელს, პირობა მივეცით თბილისელებს, რომ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებდით და ვაგრძელებთ ამ მიდგომას. არცერთი სკვერი, არცერთი სპორტული მოედანი არ განადგურება ჩემი მერობის პერიოდში. პირიქით, ვცდილობთ, დავიბრუნოთ გასხვისებული სივრცეები და სხვადასხვა პროექტები განვახორციელოთ რეკრეაციული სივრცეების და სპორტული მოედნების სახით. თითოეულ უბანში და რაიონში შევალთ, რომ რაც შეიძლება მეტი ასეთი სივრცე შევქმნათ. ხალხმა ნდობა გამოგვიცხადა და ჩვენ ვემსახურებით ხალხს. მზად ვართ ამ მსახურებისთვის, შრომისთვის და 24-საათიან რეჟიმში მუშაობისთვის“, - განაცხადა კახა კალაძემ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა