თეგებით ძიება

ნათია მეზვრიშვილი კონკურენტებს დებატებში იწვევს

პარტია "საქართველოსთვის" გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატი, ნათია მეზვრიშვილი კონკურენტებს "ქართული ოცნებიდან" - კონსტანტინე ზარნაძეს და ოპოზიციის ერთიან კანდიდატს - ელენე ხოშტარიას დებატებში იწვევს.

"გლდანი იმსახურებს რომ მის წარმატებაზე გადიოდეს თბილისის წარმატება.
უკეთესი #გლდანისთვის და მხოლოდ გლდანის საჭიროებებზე მზად ვარ ნებისმიერ ფორმატში პირისპირ დებატებში დავჯდე გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან “ქართული ოცნებიდან” - კონსტანტინე ზარნაძესთან და ოპოზიციის ერთიან კანდიდატთან “დროა”-დან ელენე ხოშტარიასთან", - წერს მეზვრიშვილი ფეისბუქზე.

საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა