"ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი" - თამუნა თანდაშვილი
საავიაციო ასოციაცია "ავიაკომუნიკატორის" პრეზიდენტი, თამუნა თანდაშვილი, კორონავირუსით გარდაცვლილ ფეხბურთელ ვახტანგ ჩარკვიანის შესახებ პოსტს ავრცელებს.
"54 არ არის ციფრი
მათ შორის გულის გასაგლეჯი ბიჭია
მშვიდობით ვახო,
ვერ გადავრაზეთ რეანიმაციის კარი
არ მაქვს სიტყვები" - წერს თამუნა თანდაშვილი.
ცნობისთვის, რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით გარდაცვლილი ახალგაზრდა ქართველი სპორტსმენი, 20 წლის ფეხბურთელი ვახტანგ ჩარკვიანია, მას ვირუსმა ფილტვები მნიშვნელოვნად დაუზიანა, რის გამოც ექიმებმა ფეხბურთელის გადარჩენა ვერ შეძლეს.