თეგებით ძიება

73 000 ტონა ყურძენი გადამუშავდა

11 სექტემბრის მონაცემით კახეთში "რთველი 2021"-ზე 73 000 ტონა ყურძენი გადაამუშავეს.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ეს მონაცემი სამჯერ აღემატება გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. სააგენტოშივე აცხადებენ, რომ მევენახეების შემოსავალი 70 მლნ ლარს აღწევს.

გადამუშავებული ყურძნიდან 43,5 ათას ტონამდე რქაწითელია, 24 ათას ტონამდე საფერავი, 2,2 ათას ტონამდე კახური მწვანე და დანარჩენი სხვადასხვა ჯიშის ყურძენია.

ყურძნის დღიური გადამუშავება 8 ათასი ტონის ფარგლებშია, რაც მიუთითებს რომ რთველი აქტიურ ფაზაში შედის.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა