"ვუსამძიმრებთ სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას" - სეუ ახალგაზრდა ფეხბურთელის გარდაცვალებაზე
საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი, რომლის სტუდენტი იყო კორონავირუსით გარდაცვლილი 20 წლის ფეხბურთელი, ვახო ჩარკვიანი, სამძიმრის წერილს ავრცელებს:
"SEU-ს აკადემიური და ადმინისტრაციული გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ჩვენი სტუდენტის, ვახო ჩარკვიანის გარდაცვალების გამო!
ვახო იყო სამართლის პროგრამის სტუდენტი, ის ასევე იყო წარმატებული ფეხბურთელი.
სამწუხაროდ, ვახო კოვიდთან ბრძოლაში დამარცხდა!
ვუსამძიმრებთ ვახოს ოჯახს, მეგობრებს და სრულიად საქართველოს ამ დიდ ტრაგედიას", - ნათქვამია უნივერსიტეტის მიერ გავრცელებულ სამძიმრის წერულში.
შეგახსენებთ, რომ პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან 8,146 ადამიანი დაიღუპა.