თეგებით ძიება
12. 09. 2021 COVID - 19

ამირან გამყრელიძე - როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, რადგან ეპიდსიტუაციის გაუარესების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო, რადგან ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების.

მისი თქმით, თითოეულმა მოქალაქემ საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადაადგილების წესი უნდა დაიცვას.

"ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით მიდის დამშვიდებისკენ. ამიტომ, განსაკუთრებით ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ ეს წესები დავიცვათ,"- განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ მძიმე ეპიდვითარების გამო, საქართველოში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობაზე შეზღუდვა 14 აგვისტოს დაწესდა. საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა ხვალიდან, 13 სექტემბრიდან აღდგება.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა