სწრაფი და PCR ტესტები ფასიანი გახდა - რა თანხა უნდა გადაიხადოთ?
დღეიდან სწრაფი და პსრ ტესტები ყველასთვის ფასიანი გახდა, მათ შორის იმ ადამიანებისთვის, ვინც კოვიდინფიცირებულის კონტაქტია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სწრაფი ტესტი 40 ლარი, პსრ - 100 ლარი - ასეთი ფასებია ლაბორატორია "მედ დიაგნოსტიკის" გორის ფილიალში.
როგორც სამედიცინო დაწესებულებაში განმარტავენ, სახელმწიფოს მიერ კერძო ლაბორატორიების სუბსიდირების შეუწყვიტა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი.