საქართველოში 1 491 371 აცრაა ჩატარებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 12 სექტემბრის მონაცემებით, ქვეყანაში სულ 1 491 371 აცრაა ჩატარებული.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 897 427 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 31.4%-ია.
სრულად ვაქცინირებულია 593 944 ადამიანი, რაც მოზრდილი მოსახლეობის 20.8%-ს შეადგენს.
11 სექტემბერს 21 199 ადამიანი აიცრა.