თეგებით ძიება
12. 09. 2021 COVID - 19

"ქართველი მეან-გინელოლეგები ქალებს ეუბნებოდნენ, რომ არ უნდა აცრილიყვნენ, რადგან შეძლოა ნაყოფზე და დაორსულებაზე უარყოფითად ემოქმედა" - ზაზა წერეთელი

ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩევლი, ზაზა წერეთლი კოიდვაქცინაციასა და ზოგიერთი ქართველი მეან-გინელოლეგის დამოკიდებულებაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ამ ზაფხულს თბილისში ყოფნისას უამრავ მანდილოსანს გადავწყდი, რომელთაც ქართველი მეან-გინელოლეგები პირდაპირ ეუბნებოდნენ რომ არ უნდა აცრილიყვნენ, რადგან ამას შეეძლოა მათ ნაყოფზე და მომავალში დაორსულებაზე უარყოფითად ემოქმედა. რა სავალალო შედეგები მივიღეთ ახლა, როცა რამოდენიმე ორსული ქალბატონი დაიღუპა, და უამრავი დაინფიცირებული მანდილოსანი გვყავს, სახეზეა და ეს ამ მეან-გინეკოლოგების ბრალიც არის, სამწუხაროდ.

ორი სლაიდი რომელიც ამ დღეებში გაერთიანებული სამეფოს სამეანო მეთვალყურეობის სამსახურის მიერ გაკეთებული მოხსენებიდან არის. არცერთ მათგანს კომენტარი არ სჭირდება, იმდენად ნათელია ვაქცინაციის მნიშვნელობა ორსული ქალბატონებისათვის. აქვე ჩანს თუ რა გართულებები მოყვება აუცრელ ორსულ ქალბატონებში, როცა მათ კოვიდ ინფექცია შეხვდებათ.

სამწუხაროა როცა ექიმები თავის პროფესიას ჯანრმთელობის დაცვის მაგივრად, ჯანმრთელობისთვის ზიანის მისაყენებლად იყენებენ", - წერს ზაზა წერეთელი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა