"დაკარგული თაობები - პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ბევრი რამ კიდევ შეიცვლება..." - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაძე კოვიდპანდემიასა და მის ლეტელურ შედეგებზე -"დაკარგულ თაობებზე" სოციალურ ქსელში წერს:
"დაკარგული თაობები - Lost Generations
პანდემია ჯერ არ დასრულებულა და ბევრი რამ კიდევ შეიცვლება, მაგრამ ამ პროცესში ჩვენ გვეყოლება “დაკარგული თაობები” დიახ …
უნდა ვიყოთ პრაგმატულები, ასევე ვუყუროთ იმედით მომავალს...", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.
ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 1 838 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 289 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 39 პაციენტი გარდაიცვალა.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე საქართველოში კორონავირუსის 579,031 შემთხვევა არის დადასტურებული, აქედან 8,146 ადამიანი გარდაიცვალა.
კორონავირუსით კი მსოფლიოში ჯამში 225,330,200 ადამიანი დაინფიცირდა, აქედან 4,641,916 გარდაიცვალა.