ეპიდსიტუაცია ყველა მაჩვენებლით უმჯობესდება - გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ეპიდსიტუაცია საგრძნობლად უმჯობესდება.
„ყველაზე მძიმე ინდიკატორი - სიკვდილიანობა, რა თქმა უნდა, ჯერ ბევრია, მაგრამ აღარაა 60-70 და 80. ყველა მაჩვენებელი დამშვიდებისკენ მიდის. სტაბილური სვლის შესანარჩუნებლად, ჩვენზე ბევრია დამოკიდებული. ჯერ, თვითდამშვიდების უფლებას არაფერი გვაძლევს. პირველ რიგში, არსებული რეკომენდაციები უნდა დავიცვათ და გავამკაცროთ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 946 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 48 ადამიანი.