"ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში" - ამირან გამყრელიძე
დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს საკლასო ოთახებში.
განსხვავებაა საჯარო და კერძო სკოლებს შორის. ორჯერადი აცრების თვალსაზრისით, ეს მაჩვენებელი ორივეგან 50%-ს დაბლაა. ოქტომბერში სწავლა აუცილებლად უნდა დაიწყოს. დაავადებათა კონტროლის ცენტრი ადასტურებს მზაობას,
რომ ყველამ, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, ყველაფერი გააკეთოს, რომ სწავლა აღდგეს.სასურველია, რომ სკოლებში, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციული პერსონალის აცრის მაჩვენებელი 80% იყოს.
ჩვენ ასევე ვითვლით, თუ რამდენ მასწავლებელს აქვს ვირუსი გადატანილი. მარტო მასწავლებლები არ არიან მნიშვნელოვნები. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, რომ გვინდა, ჩვენმა ბავშვებმა სკოლებში იარონ, ბავშვის ოჯახის წევრებმა – მშობლებმა, ბებია-ბაბუებმა კეთილი უნდა ინებონ და იყვნენ აცრილები“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.