თაკო ჩარკვიანი კოვიდვაქცინით აიცრა
პარტია "კანონი და სამართლის" ლიდერი, თაკო ჩარკვიანი კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა. ვაქცინაციის ამსახველი ფოტო ჩარკვიანმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა:
"ესეც მეორე დოზა- ფაიზერის! გაიკეთეთ ვაქცინა ძვირფასებო!", - წერს თაკო ჩარკვიანი ფეისბუეზე.
ცნობისთვის, 13 სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში სულ ჩატარებულია 1 507 986 აცრა.