როგორია ინფიცირებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობა - ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 3 221 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 54 ადამიანი, ხოლო 2 990 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 585 036-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 548 951 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 8287 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს: დღიური - 8,54%, ბოლო 14 დღის - 7,58%, ბოლო 7 დღის - 7,44%-ია.