"მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4" - ივანე ჩხაიძე
იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს ხელმძღვანელი ივანე ჩხაიძე ორსულებში კორონავირუსის საფრთხეების შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ ფეხმძიმეებმა როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უნდა ჩაუტარდეთ.
„ორსულები პრიორიტეტული ჯგუფია და მათში როგორც კორონავირუსის, ასევე გრიპის საწინააღმდეგო ვაქციანაცია უნდა ჩატარდეს. არ ველოდებით, რომ მე-5 ტალღა ისეთივე მძიმე და სერიოზული იქნება, როგორიც მე-4, მაგრამ მოსალოდნელია შემოდგომაზე ინფიცირებულთა რაოდენობამ მოიმატოს. მთავარია კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციის ტემპი შევინარჩუნოთ“, - განაცხადა ჩხაიძემ.