სრულად ვაქცინირებულია მოზრდილი მოსახლეობის 21.7%
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში ვაქცინაციის სტატისტიკის შესახებ ინფორმაციას აქვეყნებს:
14 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 534 111 აცრა.
სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 914 222 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.0%.
სრულად ვაქცინირებულია 619 889 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 21.7%.
13 სექტემბერს აიცრა 26 125 ადამიანი.