ევროპაში გაზის ფასი ისევ რეკორდულად იზრდება
ევროპაში გაზის ფასმა 15 სექტემბერს 1000 კუბურ მეტრზე 830 აშშ დოლარს გადააჭარბა, რამდენიმე წუთის შემდეგ კი - 840 აშშ დოლარს.
ამრიგად, სექტემბრის ფიუჩერსული კონტრაქტის ღირებულება ნიდერლანდებში TTF-ზე ათას კუბურ მეტრზე დაახლოებით 841,39 აშშ დოლარს შეადგენს.
Financial Times-ის ცნობით, გაზზე ფასის ზრდის ერთ-ერთი მიზეზი არის ის გარემოება, რომ "გაზპრომმა" უარი თქვა უკრაინის გავლით დამატებითი მოცულობების მიწოდებაზე, რომელიც ევროპაში ექსპორტის გაზრდას ისახავდა მიზნად.
Financial Times-სთან ინტერვიუში, უკრაინის გაზოპერატორის, GTS-ის გენერალურმა დირექტორმა, სერგეი მაკოგონმა განაცხადა, რომ ფასების ზრდა ხელოვნურად შექმნილი პრობლემაა.