„კოვიდის შემთხვევაში, ეს ჩინური პრეპარატი დამიხასიათეს, ეფექტურად“ - ანდრია ჯაღმაიძე
საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში ჩინური პრეპარატის ფოტოს აქვეყნებს და წერს, რომ ის კორონავირუსთან ბრძოლაში ძალიან ეფექტური საშუალებაა.
„კოვიდით დაავადების შემთხვევაში, ეს ჩინური პრეპარატი დამიხასიათეს, როგორც ძალიან ეფექტური საშუალება. გაიკითხეთ, გამოიკვლიეთ, ჰკითხეთ სპეციალისტებს და გქონდეთ მხედველობაში.
იშოვება საქართველოშიც, უკრაინაშიც და რასაკვირველია ჩინეთშიც. გისურვებთ ჯანმრთელობას,“ - წერს ანდრია ჯაღმაიძე.