თეგებით ძიება
15. 09. 2021 COVID - 19

რას ამბობენ ვაქცინაციაზე საქართველოში – საქსტატის შედეგები

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის კვლევის მიხედვით საქართველოში გამოკითხულთა 31.4% აცხადებს, რომ კოვიდვაქცინის გაკეთებას თითქმის გამორიცხავს.

გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთების მიმართ დამოკიდებულება შემდეგნაირია:

ძალიან მოსალოდნელია – 8.6%
მოსალოდნელია – 20.2%
ნაკლებად მოსალოდნელია – 10.4%
არ გადამიწყვეტია/ არ ვიცი – 29.5%


რაც შეეხება COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთებაზე თავის შეკავების ან სურვილის

არ ქონის მიზეზებს, უმრავლესობა გვერდით მოვლენებს ასახელებს, ხოლო 37.5% ფიქრობს, რომ კოვიდვაქცინა სიკვდილს ან უნაყოფობას იწვევს.

დასახლების ტიპის მიხედვით, საქალაქო დასახლებებში მოსახლეობის 30.1 პროცენტი, ხოლო სასოფლო დასახლებებში 27.0 პროცენტი გაიკეთებდა COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინას.

სქესის მიხედვით აღნიშნული მაჩვენებელი უფრო მეტად განსხვავებულია. კაცების 39.2 პროცენტი აღნიშნავს, რომ გაიკეთებდა ვაქცინას, ქალებისათვის კი მაჩვენებლის მნიშვნელობა მხოლოდ 24.4 პროცენტია.

ცნობისთვის, 15 სექტემბრის მონაცემებით სულ ჩატარებულია 1 561 228 აცრა. სულ მცირე 1 დოზით ვაქცინირებულია 919 876 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 32.2%

სრულად ვაქცინირებულია 641 352 ადამიანი – მოზრდილი მოსახლეობის 22.5%. 14 სექტემბერს აიცრა 24 941 ადამიანი


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა