ღარიბაშვილი ხელს გახარია-ხოჯევანიშვილისკენ იშვერს - სუს-ის ჩანაწერები
პრემიერ-მინისტრ, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გავრცელებულ ფაილებთან მიმართებით გამოძიება ყვლა ვერსიას განიხილავს, მათ შორის ხომ არაა შესაძლებელი ამაში ჩართული იყოს გახარია, ან ხოჯევანიშვილი.
"პროკურატურამ გუშინ განაცხადა, რომ დაწყებულია გამოძიება. ყველა ვერსიას დაამუშავებენ, მათ შორის იმ ვერსიას, ხომ არაა შესაძლებელი თეორიულად, ჩართული იყოს გახარია ან ხოჯევანიშვილი, რომელიც სხვათაშორის კურირებდა ძალიან მნშვნელოვანდ ანაყოფებს სუს-ში, წვდომა ჰქონდა ძალიან დიდ ინფორმნაციაზე და წვდომა ჰქონდა მოსმენების სამსახურზე", - ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი.