რომელი ქვეყნებიდან შემოვიდა, აგვისტოში ყველაზე დიდი ფულადი გზავნილები
საქართველოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების მოცულობამ 204.9 მილიონი დოლარი შეადგინა (638 მლნ ლარი), რაც 11.2%-ით, 20 მილიონი დოლარით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე.
მთლიანი ჩარიცხული თანხის 40.5% ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის, ყველაზე მეტი – 37 მილიონი დოლარი კი საქართველოში რუსეთიდან შემოვიდა.
ქვეყნები, საიდანაც აგვისტოში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილები შემოვიდა:
რუსეთი – $37.6 მილიონი;
იტალია – $33.6 მილიონი;
აშშ – $24.6 მილიონი;
საბერძნეთი – $19.3 მილიონი;
ისრაელი – $16.6 მილიონი;
გერმანია – $10.1 მილიონი;
თურქეთი – $9.3 მილიონი
უკრაინა – $7.5 მილიონი;
აზერბაიჯანი – $7.1 მილიონი;
ესპანეთი – $5.4 მილიონი.
სებ-ის ინფორმაციით, 2021 წლის აგვისტოში საქართველოდან საზღვარგარეთ 27.4 მილიონი დოლარი (85 მლნ ლარი) გადაიგზავნა, რაც გასული წლის მაჩვენებელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.