თეგებით ძიება

არასრულწლოვნების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვანს ბრალდება წარედგინა

საქართველოს პროკურატურამ არასრულწლოვნების დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, არასრულწლოვან ლ.შ.-ს ბრალდება წარუდგინა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2021 წლის 13 სექტემბერს, თბილისში 14 წლის ლ.შ.-ს და მის მეგობარს შელაპარაკება მოუვიდათ 15 წლის ბ.ხ.-სთან, 13 წლის გ.ბ.-სთან და 17 წლის გ.ს.-სთან. ურთიერთშელაპარაკების დროს ლ.შ.-მ, მოკვლის განზრახვით, სამივე პირს დანით სხეულის სხვადასხვა არეში ჭრილობები მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა ლ.შ. 14 სექტემბერს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,109-ე მუხლის მე-2ბ და მე-3ა პუნქტებით (განზრახ მკვლელობის მცდელობა ჩადენილი ორი ან მეტი პირის, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნების მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, თუმცა არასრულწლოვანთა მართლსაჯულების კოდექსის შესაბამისად 16 წლამდე ბრალდებულისთვის დანიშნული საბოლოო სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 10 წელს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება", - აღნიშნულია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა