თეგებით ძიება

საარსებო მინიმუმი 221.1 ლარამდე გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, აგვისტოში საარსებო მინიმუმი 2.8 ლარით, 221.1 ლარამდე გაიზარდა.

საქსტატის მონაცემებით, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 221.1 ლარი იყო, მაშინ როცა 2021 წლის ივლისში ეს მაჩვენებელი 218.3 ლარი იყო.

2020 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით კი, აგვისტოში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის საარსებო მინიმუმი 38.8 ლარით არის გაზრდილი. შარშან აგვისტოში საარსებო მინიმუმი 182.3 ლარს შეადგენდა.

ამასთან, „საქსტატის“ მონაცემებით, აგვისტოში ივლისთან შედარებით, 2.4 ლარით მოიმატა საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმმაც და 193.4 ლარის ნაცვლად 195.8 ლარი გახდა. რაც შეეხება 2020 წლის ანალოგიურ პერიოდს, შარშან აგვისტოში საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი 161.5 ლარს შეადგენდა.

bpn.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა