ე.წ. ქურდული სამყაროს წევრობისთვის რამდენიმე პირია დაკავებული
შიდა ქართლში, რამდენიმე ლოკაციაზე დილიდან სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
არსებული ინფორმაციით, სპეცოპერაციის ფარგლებში გორსა და ხაშურში "ქურდული სამყაროს" წევრობის ბრალდებით, 10-მდე ადამიანი დააკავეს.
დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით უცნობია.