წყნეთში, შერვაშიძის ქუჩაზე ცეცხლსასროლი იარაღით 2 პირი დაჭრეს
წყნეთში, შერვაშიძის ქუჩაზე გვიან ღამით ცეცხლსასროლი იარაღით 2 პირი დაჭრეს. დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს.
დაპირისპირების მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება მიმდინარეობს 19/109-ე და 236-ე მუხლით, რაც განზრახ მკვლელობის მცდელობასა და იარაღის უკანონო შეძენა, შენახვა, ტარებას გულისხმობს.