თეგებით ძიება

ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს - ირაკლი კობახიძე სუს-ის ფაილებზე

ქართული ოცნების თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების ჩანაწერების გავრცელებით ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს.

"გაუგებარი ინფორმაცია ვრცელდება, ხალხის ინტერესიც კი ვერ გამოიწვიეს, რაზეც შფოთავენ კონკრეტული ტელევიზიეების მენეჯმენტის წარმომადგნელები. რატომ ვერ გამოიწვიეს, იცით, ინტერესი? იმიტომ, რომ სისულელეები ვრცელდება. იმდენად უინტერესოა მასალები... ვინმე თუ მაგ ჩანაწერს აკეთებდა, ჯერ ან რატომ უნდა გააკეთო ეგეთი ჩანაწერი - ვიღაცამ ვიღაცას რაღაცა უთხრა, ვიღაცამ ვიღაცას წყალი გაატანა და ა.შ, ამაზე რატომ უნდა გააკეთო ჩანაწერი და მერე, კაი, გააკეთე, რატომ უნდა შეინახო, ეს არის გაუგებარი", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ცნობისთვის, 13 სექტემბერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ფაილებმა გაჟონა. ფაილებიდან ირკვევა, რომ ქვეყანაში აყურადებენ და უთვალთვალებენ სინოდის წევრებს, პატრიარქის მოსაყდრეს, მღვდელმთავრებს, პატრიარქის თანაშემწეებს, ეპისკოპოსებს, მონაზვნებს და მათთან დაკავშირებულ პირებს.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა