თეგებით ძიება

„თავიდან გონზე იყო, სასწრაფო დახმარებას ითხოვდა...“ - რას ჰყვება თვითმხილველი ნიკა კვარაცხელიაზე?

თბილისში, ვერაზე 20 წლის ბიჭი ნიკა კვარაცხელია ჩაცხრილეს. ის კლინიკაში კერძო ავტომობილით მიიყვანეს, სამწუხაროდ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.
როგორც ცნობილია, გარდაცვლილი ე.წ. „კანონიერი ქურდის“ შვილი და აპლიკაცია feeds-ს შემქმნელია.

შემზარავი ამბის თვითმხილველი ჰყვება, რომ 9 ტყვიით დაჭრილი ახალგაზრდა საავადმყოფოში საკუთარი მანქანით წაიყვანა.

მსხვერპლი ამბობდა, რომ თავდამსხმელს არ იცნობდა და არ იცოდა, რატომ გაწირეს სასიკვდილოდ.

„ოფისში ვმუშაობდი, როცა სროლის ხმა გავიგე, იდენტიფიცირება მოვახდინე, რომ სავარაუდოდ გასროლა მოხდა პისტოლეტიდან. დაახლოებით ერთ წუთში უკვე დაჭრილთან ვიყავი. დავინახეთ, რომ ძირს ეგდო, დაჭრილის ავტომობილით გადავიყვანეთ კლინიკაში“, - აცხადებს თვითმხილველი.

მისი თქმით, კვარაცხელიას ავტომობილს 2 ნატყვიარი ეტყობოდა, თავად დაჭრილი კი სასწრაფო დახმარებას ითხოვდა:

„გონზე იყო, თავიდან სასწრაფო დახმარება ითხოვა. კონტაქტური იყო, სახელი და გვარი ვკითხეთ. ამბობდა, არ ვიცი ვინ იყო და რა უნდოდაო... მხოლობითში საუბრობდა ძირითადად“, - აღნიშნა მთავარმა მოწმემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა