თეგებით ძიება

„მამამისზე შურისძიების მიზნით მოკლესო ამბობენ“ - ბაია პატარაია ნიკო კვარაცხელიაზე

უფლებადამცველი ბაია პატარაია ნიკა კვარაცხელიას მკვლელობას სოციალურ ქსელში ეხმიანება. ის მომხდარის გამო საქართველოს მთავრობას აკრიტიკებს.

„დილიდან მიხაროდა, რომ სამცხე-ჯავახეთის ადგილობრივ სათემო ორგანიზაციებს ვხვდებოდი ზუმში და ვატრენინგებდი ადვოკატირებაში.

მერე კი ფბ-ში შემოვიხედე და ორჯერ გამისკდა გული. ახალგაზრდა ჟურნალისტები ისევ კინაღამ მოკლეს ცემით, ხოლო გადასარევი ახალგაზრდა ბიჭი, რომელსაც უკვე ბევრი კარგი საქმე ჰქონდა გაკეთებული, ნამდვილად მოკლეს მამამისზე შურისძიების მიზნითო, ამბობენ.

ეს ქვეყანა ნამდვილ ჯოჯოხეთად იქცა!
მეშინია, რომ შვილს აქ ვზრდი
არ მინდა ასეთ ქვეყანაში ცხოვრება. მთავარი მოძალადე ხელისუფლებაა და ძალადობას ხელს აფარებს მთავრობა.

„ქართული ოცნების“ მმართველობა უნდა დასრულდეს!
არ დასრულდება და დავსრულდებით ჩვენ და ჩვენი შვილები...“ - წერს ბაია პატარაია.




ცნობისთვის, 20 წლის ნიკო კვარაცხელია თბილისში, ვერაზე 15 სექტემბერს ჩაცხრილეს. ნიკოს კრიმინალური ავტორიტეტის შვილი იყო, მომხდარს მამამისზე შურისძიებას უკავშირებენ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა