თეგებით ძიება
16. 09. 2021 COVID - 19

აცრის შემდეგ რამდენი ანაფილაქსიური შოკის შემთხვევა დაფიქსირდა საქართველოში

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, ვაქცინაციის შემდეგ საქართველოში ანაფილაქსიური შოკის სულ 3 შემთხვევაა დაფიქსირებული.

"როდესაც არის მძიმე რეაქცია და ეს უწერია ნებისმიერ ვაქცინას, მინისტრის ბრძანებითაც არის განსაზღვრული ჩვენთან, რომ თუ ვაქცინის პირველ დოზას მოჰყვა მძიმე რეაქცია, ვაქცინის მეორე დოზის დროს ის უნდა შეიცვალოს.
თუმცა, აქვე მინდა განვამრტო, რომ ის, რასაც მძიმე ალერგიული რეაქცია ჰქვია, ასეთი არის ანაფილაქსიური შოკი. საქართველოში უკვე აცრილია მილიონნახევარი ადამიანი და ასეთი რეაქცია სულ იყო 3" - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 515 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 60 ადამიანი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა